სად განვათავსოთ საპენსიო დანაზოგები – მელიქიძის განმარტება

სად განვათავსოთ საპენსიო დანაზოგები – მელიქიძის განმარტება

2023 წლის აგვისტოდან, მოქალაქეები თავად აირჩევენ სად დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი. ამას ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.

საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის მოდელის არჩევა მათ პირად ელექტრონულ გვერდებზე შეეძლებათ.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ მაღალრისკიან პორტფელში სასურველი იქნება თუ 40 წლამდე პირები განათავსებენ საკუთარ დანაზოგებს იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ.

“12 თვიანი ე.წ ჩაკეტვის პერიოდი საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ სქემის მონაწილეებმა არ გააკეთონ შემდეგი: როცა ბაზარზე ფასი გაიზრდება სხვა პორტფელზე გადავიდნენ და როცა ფასი შემცირდება-სხვაში. ეს ნიშნავს, რომ ამით ყველაზე მეტად საკუთარ თავს დავაზარალებ. ჩვენს შემთხვევაში სქემის მონაწილემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ რისკის პორტფელზე და პროფილიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს უნდა იყოს მისი გრძელვადიანი გადაწყვეტილება.

მაგიტომ არის ასაკობრივი ალოკაცია, 40 წლამდე მონაწილე ვინც გვყავს და აქვს 20-40 წელი საპენსიო ასაკამდე, მას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში რისკი აიღოს. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს მაღალრისკიანი პორტფელი იმისთვის, რომ 25 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს. მონაწილე, რომელიც მაგალითად 58 წლის არის და პენსიაზე გასვლა მალე უწევს, არ აქვს იმდენი დრო დარჩენილი, რომ მნიშვნელოვანი რისკი აიღოს. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ნაკლებრისკიანი პორტფელი, რათა დაცული იყოს. მონაწილეებს არ ვურჩევდი, რომ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს მხოლოდ მონაწილეს დააზიანებს. როცა გაქვს გრძელვადიანი საინვესტიციო დრო უნდა იყიდო გრძელვადიანი აქციები და ის გრძელვადიან სარგებელს მოიტანს. ხოლო როცა გაქვს მოკლევადიანი საინვესტიციო პერიოდი უნდა აიღო ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ფასში არ შემცირდება და მოგიტანს გარანტირებულ საპროცენტო განაკვეთს. ეს აქსიომაა, ჩვენი კანონიც და საინვესტიციო სტრატეგიაც ამას ეფუძნება”,-ამბობს მელიქიძე.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…